ახალი ამბები
ქუთაისის მერია ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
FaceBook
ქუთაისის მერია ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი კორპუსების გადასახური მასალების დარიგებას დღეს დაიწყებს.
მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ჭავჭავაძის N 49 კორპუსის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ქარმა სახურავი დაუზიანა, მასალა უკვე მიუტანა.

დაიწყება გადასახური მასალების გადაცემა იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა დროულად მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა," - ამბობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიამ.


მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით ზარალს ამ დრომდე  აღწერენ.

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-მდე მეტ სახლს დაუზიანა სახურავი და რამდენიმე ათეული ხე წააქცია.  მერია უკვე 2 დღეა საგანგებო რეჟიმზე მუშაობს. 

"ორი დღეა ვხვდები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ვითარება ნამდვილად რთულია ადგილზე. ძალიან ბევრი სახლის და კორპუსის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა. ქუთაისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზე მუშაობს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დარეკონ და ზარალის შესახებ შეგვატყობინონ. სპეციალური სამსახურები ადგილზე მუშაობენ რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ხეებისგან და თუნუქის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავება. კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ დროულად მოხდეს ზარალის აღწერა და შესაბამისი რეაგირება. საგანგებო შტაბი გვაქვს შექმნილი სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიან დაზარალებულ მოსახლეობასთან და სიტუაციას ადგილზე ეცნობიან,"-განმარტავს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

სტიქიის შედეგები ქუთაისში ნახეთ აქ.




Print