ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანის თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ დააჯარიმა
FaceBook
თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 –700 ლარით დაჯარიმდნენ, დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ჯერჯერობით არ დადასტურდა.

მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა. ინცდიდენტის მონაწილეები ჰყვებიან, რომ ჩოჩქოლის ხმა მოესმათ, რა დროსაც გასაშველებლად მივიდნენ, თუმცა რას მოჰყვა კონფლიქტი, მათთვის უცნობია. მათი თქმით, პოლიტიკური სარჩული გამორიცხულია, რადგან მათი აეროპორტში ყოფნის მიზეზი შეფერხებული რეისი იყო. ამბობენ, რომ ბარსელონადან ჩამოფრინდნენ და ბარგს ელოდებოდნენ, რადგან ბარგის საჰარო ხომალდიდან ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.შსს ინფორმაციით, ერთი პირი კი ძალადობის ბრალდებით ,126 მუხლით არის დაკავებული.

თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებს პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  1 დეკემბერს თავს დაესხნენ.

ამავე თემაზე:

შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს თავს დაესხნენ
Print