ახალი ამბები
შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირებზე თავდასხმის ფაქტზე ითხი პირია დაკავებული.

ამის შეაახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესითაა დააკავებული.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან

ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.
თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებს პირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  1 დეკემბერს თავს დაესხნენ.
Print