ახალი ამბები
გადახდილი სახურავები და მოთხრილი ხეები–სტიქიის შედეგები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100–მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სახურავი გადახადა მე–6 საჯარო სკოლასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს; ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოთხარა 20–მდე ხე; წააქცია მოსაცდელები; დააზიანა ავტომანქანები.

ქარმა ყველაზე მეტად მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული დააზარალა.

სტიქიის გამო რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

Print