ახალი ამბები
ქუთაისში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან
FaceBook
ქუთაისის მერია ამ დრომდე სტიქიის შედეგებს ითვლის. მერიაში განმარტავენ, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია რომელიც სტიქიის შედეგებს დაითვლით.
ამ დროის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქუთაისში 97 სახლის სახურავი დაზიანდა, 20-ზე მეტი ხე წაიქცა, ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.


"რაც მთავარია ადამიანები დაზარალებულები არ არიან. ქუთაისის მერიაში შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი და ყველა სამსახურის უფროსი ჩართულია ამ პროცესებში. კავშირზე ვართ 112-თან, ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დამხმარე ძალა გამიგვიგზავნა", - ამბობს გიორგი ჭიღვარია.

უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგეგმილ  ავიარესებში ცვლილებები შევიდა.




Print