ახალი ამბები
ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღინიშნეს
FaceBook
ქუთაისის მერია რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს სადილით გაუმასპინძლდა.
დღეს საქართველოში რეპრესირებულთა დღე აღნიშნება. ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისში, მუხნარის ტყეში რეპრსირებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულებს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.
დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის სადილი მოეწყო, რომელიც მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ, სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. 1937 წელი, ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში როგორც დიდი მწუხარებისა და ტრგედის წელი.
რეპრესირებული საბჭოთა მებრძოლი და საიდუმლოდ გატაცებული გარდაცვლილი ბავშვებზე მომზადებული ვიდეოსიუჟეტი ნახეთ აქ.
Print