ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი - პრიორიტეტული იქნება საერთაშორისო კავშირების გაღრმავება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორის, გიორგი ღავთაძის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო კავშირების გაღრმავება.

ასევე, სასწავლებლის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, უნივერსიტეტის სამსახურების სტრუქტურულ აღნაგობაში ცვლილებების განხორციელება, ასევე კადრების განვითარება და სტუდენტებზე და ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სწავლების ორგანიზება.
კითხვაზე, თუ რა მნიშნველოვანი სიახლეები დანერგა სასწავლებელში ბოლო ოთხწლიანი რექტორობის განმავლობაში, ღავთაძე ამბობს, რომ: "ჩვენ შევძელით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. გაცვლითი პროგრამების განხორციელება, როგორც სტუდენეტებისთვის, ასევე, ლექტორ-მასწავლებლებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩამორჩენილია. თუმცა, სასწავლებელში არ არის სწავლების ის მაღალი დონე, რომელიც უნდა იყოს", – განმარტავს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.
ღავთაძე ირწმუნება, რომ მისი რექტორობის პერიოდში სასწავლებელში სტუდენტთა კონტიგენტი გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 2011 წელს სასწავლებელში 6000-მდე სტუდენტი ირიცხებოდა, ხოლო წელს მათი რაოდენობა 10 000-მდე არის გაზრდილი.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები დღეს ჩატარდა. 19 წევრიანმა აკადემიურმა საბჭოს უმრავლესობამ (14-მა წევრმა ) ხმა გიორგი ღავთაძეს მისცა, მხოლოდ 5 ხმა მიიღო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმა. ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვერცერთი ხმის მიღება ვერ შეძლო.
არჩეულ რექტორს გიორგი ღავთაძეს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ბოლო ოთხი წელია უჭირავს. 
თეკლე მორგოშია
Print