ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის რეგიონში წვიმა გაგრძელდება.
აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიძლიერე დაბლობში 20-25 მ/წმ-მდე, ხოლო მთაში 17-22მ/წმ-მდე შესუსტდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +12,+170, მთაში +8,+130, მაღალ მთაში 0,+50 -ის ფარგლებში იქნება.

"ორ დეკემბერს ღამისა და დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება. ქარის მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და მისი სიჩქარე დაბლობში 10-15 მ/წმ-ის, ხოლო მთაში 8-13 მ/წმ-ის, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 5, +100, დღისით +10,+150 -ის, მთაში ღამით + 1, +60, დღისით +6,+110 -ის, მაღალმთაში ღამით -2, +30, დღისით 0,+50 -ის ფარგლებში იქნება", - ამბობენ სააგენტოში.

სამი დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

Print