ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ ავიარეისებში ცვლილებები შევიდა
FaceBook
იმერეთში ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით დღეს დაგეგმილ განრიგში ცვლილებებია. ქუთაისი- ბუდაპეშტის რეისი 06:30 ნაცვლად, 14:00 საათზე შესრულდება. ამ დროისთვის კი ქუთაისი-პარიზისა და ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით რეისები შესრულდა.

იმერეთის რეგიონში არსებული ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ორი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას. უამინდობის შედეგად გაუქმდა ბარსელონასა და მილანის მიმართულებით რეისები. პრობლემები შეექმნათ ბერლინის და დორტმუნდის რეისის მგზავრებს, რადგან ძლიერი ქარის გამო საჰაერო ხომალდები დაკეტილია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბარგის გადმოტანა ვერ ხერხდებოდა.

მოგვიანებით აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა ინფრომაცია, რომ ბარგი მთლიანად გადმოტვირთეს და მათ ადრესატები საკუთარ მისამართებზე მიიღებენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

"საშიშროებაა, რომ თვითმფრინავი ამოყირავდეს" - რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

Print