ახალი ამბები
ქუთაისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება
FaceBook
ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით გათიშულია 7 ფიდერი, რის გამოც რამდენიმე უბანში ენერგომომარაგება შეზღუდულია.

ელექტროენერგია არ მიეწოდება გორას, ჭომის, ავანგარდისა და ბალახვნის დასახლებების ნაწილს. კომპანიის ინფორმაციით, ფიდერების აღდგენით სამუშაოებში ჩართულია კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს ჯგუფი. პარალელურად მიმდინარეობს რეაგირება ინდივიდუალურ შეტყობინებებზე.

კონკრეტულად რამდენი აბონენტია ამ დროისთვის გათიშული, "ენრგო პრო ჯორჯიაში" არ ამბობენ.

ქუთაისში აბონენტების ენერგომომარაგება 30 ნოემბრის საღამოდან შეწყდა. ძლიერმა ქარმა ქალაქში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
სტიქიამ ათეულობით სახლსა და საზოგადოებრივ დაწესებულებას სახურავი გადახადა. დააზიანა შენობები, მოთხარა ხეები.

Print