ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციების სამსახურში იმერეთიდან 300 გამოძახება შევიდა
FaceBook
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:30 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 389 შეტყობინება.

მათ შორის:

იმერეთიდან - 300

სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 75

გურიიდან - 14

იმერეთში, გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.

გურიაში ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი.
Print