ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიის სხდომა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პროტეტსის ნიშნად დატოვა.

გია უკლებას გაღიზიანება 23–ე და 28–ე უბნებზე მისი პარტიის მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას მოჰყვა, რომლებიც კომისიამ არ დააკმაყოფილა.

23–ე უბანზე დაწერილი საჩივრის შინაარსის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს. 28–ე უბანზე კი პარტიის დამკვირვებელს გადასატან ყუთზე გაყოლაზე უარი უთხრეს. 

კომისიამ მიიჩნია, რომ დამკვირვებლების უფლებები არ დარღვეულა. გია უკლება კი თვლის რომ საოლქო კომისია დარღვევების „გაპრავებითაა“ დაკავებული.

„ის, რაც ხდება #59–ე საარჩევნო ოლქში, არის სრული უსინდისობა დ განუკითხაობა. ოლქი და თავმჯდომარე დაკავებულია „გაპრავებით“ და რეაგირებას არ აკეთებენ არანაირ დარღვევაზე. დავალებული აქვთ, რომ კომისიის თავმჯდომარეებს, რომლებმაც ურცხვად გააყალბეს არჩევნები, შენიშვნაც კი არ გამოუცხადონ. სხდომის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ და ვტოვებ სხდომას“,  -განაცახადა გია უკლებამ.

მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარეები მათ წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლებას არ აძლევდნენ, ასევე, არ მისცეს საშუალება გაყოლოდნენ გადასატან ყუთს.

საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს 12 საჩივარი უნდა განიხილოს.

სულ საოლქო კომისიაში 25 საჩივარია შესული.
Print