ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩენო კომისიამ საჩივრები განიხილა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა.

კომისიამ 7 საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორი ნაწილობრივ, ორი კი სრულად დაკმაყოფილდა. საჩივრები პორცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

ერთი საჩივარი საოლქომ განსახილველად ხვალისთვის გადადადო.

კენჭისყრის დღეს სულ 17 საჩივარი დაიწერა.  აქედან, საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, 5 საჩივარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს, რის გამოც, ხუთივე საჩივარს ოლქის თავმჯდომარე ერთი თვის ვადაში განიხილავს.

ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 25 საჩივარია შესული. საჩივრების განსახილველად საოლქოს ვადა 2 დეკემბრამდე აქვს.



Print