ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
FaceBook
პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი არეგულირებს ოჯახურ დანაშაულთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასთან, ოჯახში ძალადობასთან, თვითმკვლელობამდე მიყვანასთან და წამების მუქარასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ჩადენის ფაქტი კი კვალიფიცირდება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

ცვლილებათა პაკეტი დღეს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებათა მიხედვით, დამამძიმებელი გაემოება გახდა გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა. შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაზე კი პირს ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტს რაიმე სახის ცვლილება არ განუცდია.
Print