ახალი ამბები
იმერეთში ძლიერმა ქარმა სახურავი 60 სახლს გადახადა
FaceBook
ძლიერმა ქარმა იმერეთში სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს გადახადა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ასევე ძლიერმა ქარმა იმერეთში წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა.

სააგენტოს ცნობით  ამ დროისთვის, რეგიონიდან შემოსულია 210 შეტყობინება.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ.

რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

Print