ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო
FaceBook
ძლიერი ქარის გამო შეფერხებით მუშაობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი. უამინდობის შედეგად გაუქმდა ბარსელონას და მილანის მიმართულებით რეისები. პრობლემები შეექმნათ ბერლინის და დორტმუნდის რეისის მგზავრებს, რადგან ძლიერი ქარის გამო საჰაერო ხომალდები დაკეტილია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბარგის გადმოტანა ვერ ხერხდება. მგზავრებს განუმარტეს, რომ ბარგს თბილისში ჩააბარებენ.


Print