ახალი ამბები
ქუთაისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
FaceBook
ქუთაისის მერია და მერიის ყველა სამსახური სტიქიის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის.

ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი, შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ. ასევე, შეუძლიათ მიმართონ საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ქარის სიჩქარე 23 საათიდან დაიკლებს.

1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში კი შეწყდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი.

ქუთაისში დღის განმავლობაში ძლიერი ქარია. ქარმა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ორი ხე მოგლიჯა, მეექვსე საჯარო სკოლას და კადეტთა ლიცეუმს სახურავი გადახადა, დაზიანდა სარეკლამობანერები. ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა.

"მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ," - აცხადებენ მერიაში. 

ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130

საბინაო სამსახურის ნომრებია: 551 404513 , 599221920
Print