ახალი ამბები
"საშიშროებაა, რომ თვითმფრინავი ამოყირავდეს" - რა ხდება ქუთაისის აეროპორტში
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში ბერლინიდან სამი საათის წინ ჩამოფრენილი მგზავრები ბარგის აღებას და აეროპორტის დატოვებას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ძლიერი ქარის გამო, საშიშროებაა, რომ თვითმფრინავი ამობრუნდეს. 

ინფორმაციას, ვიდეომასალასთან ერთად ბერლინიდან ქუთაისში ჩამოფრენილი მგზავრი ნუცა სვიმონიშვილი ავრცელებს.

"ჯერ კიდევ ქუთაისის აეროპორტში ვართ.  არ გვაძლევენ ბარგს, ძლიერი ქარის გამო ვერ აღებენ საბარგულს, რადგან რომ დაცალონ ბარგისგან, საშიშროებაა, რომ ქარი თვითმფრინავს ამოყირავებს. პასუხს არავინ გვცემს, როდის რა იქნება, ყველა დუმს," - წერს ნუცა სვიმონიძე.



არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ამ წუთებში აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან ჩამოფრინდა.

აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნებენ. 
Print