ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერიაში პოლიტიკური ნიშნით რეორგანიზაციას ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციას ითხოვს. ალეკო ახალაძის განცადებით, მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი  მხარდამჭერია.

"არის საბოტაჟის მცდელობები და ასე არ შეიძლება. დანაშაულებრივი პარტია არ უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. მე მოვითხოვ, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია, რადგენ ეს ხელს შეუშლის იმ გუნდის მუშაობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ალეკო ახალაძემ.

უმრავლესობის წევრის ამ გამოსვლას რეპლიკით პასუხობს უმრავლესობის წევრი ოთარ ლორთქიფანიძე.

"რეორგანიზაცია ჩატარდა და აქ გვყავს ადამიანები თავინთი კომპეტენციის შესაბამისად", – ამბობს დეპუტატი.

უმრავლესობის  დეპუტატებს შორის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს,  საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებად აფასებს. 

შუშანია ამბობს, პარტიის შიგნით დაპირისპირება ჯერ კიდევ პრეზიდენტის არჩევნებამდე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნელის პროგნოზით, ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება. 




Print