ახალი ამბები
მილოცვებით დაწყებული სხდომა ოპოზიციის გარეშე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების შეფასებით და მილოცვით დაიწყო. სხდომას ოპოზიცია არ ესწრება.

"მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი ეტაპი და პირველი ქალი პრეზიდენტი. წარმატებები ჩვენს ქვეყანას. მადლობა ქუთისელებს, რომ ღირსეული არჩევანი გააკეთეს და ქვეყანა იხსნეს საფრთხისგან", - განაცხადა სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, ის რომ სხდომას მათი ოპოზიციონერი კოლეგები არ ესწრებიან, ნიშანდობლივია და სასურველი იქნება, თუკი პოლიტიკას გამოეთიშებიან.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები  განმარტავენ, რომ მათი პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას უკეთებენ, რის გამოც  საკრებულოზე 
მოსვლა ვერ შეძლეს. 

"პოლიტიკიდან კი ვინ უნდა წავიდეს  ეს კი ნამდვილად საკითხავია", - ამბობს  საკრებულოს "ევროპული საქართველოს"  წევრი ბესიკ ბრეგაძე. 

საკრებულოს რიგით მეთოთხმეტე სხდომაზე, დღის წესრიგით მხოლოდ ორი საკითხია გათვალისწინებული.
Print