ახალი ამბები
ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს
FaceBook
ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 30 ნოემბერს დაიწყებს.
ოლქში სულ 25 საჩივარია შესული. 17 საჩივარი კენჭისყრის დღეს დაიწერა, შვიდი კი, არჩევნების მეორე დღეს, ხოლო, ერთი საჩივარი საოლქო კომისიაში დღეს შეიტანეს.

პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრები დაიწერა მარკირების წესისა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შესახებ. ასევე, გადასატანი ყუთის დაულუქავად დაბრუნებასა და კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილების მიზნით კენჭისყრაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.

საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს, 7 საათზე დაიწყება.

Print