ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი არჩევნებზე დემოკრატიის მკვეთრი ვარდნის გამო შეშფოთებულია
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა და საქმის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთანავე, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების მეორე ტური შეაფასა და შეშფოთება გამოთქვა დემოკრატიის ხარისხი მკვეთრი ვარდნის გამო.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ბიულეტენების 100% დათვლის შედეგად სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% მიიღო.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

Print