ახალი ამბები
ვახტანგ გომელაურის კანდიდატურის განხილვისას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
FaceBook
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ გიორგი თევდორაძეს შორის.
კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრები ვახტანგ გომელაურს შეკითხვებს უსვამდნენ. გია ბარამიძე ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კრიმინალური სიტუაცია უფრო გამწვავდა.
ბარამიძის ამ შეკითხვებს ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის მკვლელობები ხდებოდა და ამაზე არც ერთმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა პასუხი არ აგო. სწორედ ამ დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება თევდორაძესა და პაპუაშვილს შორის.
სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და ის რამდენიმე წუთით შეჩერდა.
საბოლოოდ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

წყარო: www.interpressnews
Print