ახალი ამბები
პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
FaceBook
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების 99,92 %-ის დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,54 %-ით გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილია.
Print