ახალი ამბები
17 საჩივარი და "მშვიდი არჩევნები" ქუთაისში
FaceBook
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისის ოლქში,  მმართველილ გუნდის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 56 601 ხმა მიიღო, რაც 51.28 %-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგლ ვაშაძემ 36 676 ხმა (48.72 %)

ქუთაისის N59 ოლქში არჩევნებში მონაწილეობა სულ 78014 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 49. 4 % - ია.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში 156 281 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რაც 230-ით მეტია პირველ ტურის მონაცემებთან შედარებით. 

N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე კომისიაში 17 საჩივარია შესული.

“საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. საერთო ჯამში ქუთაისში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა” - აცხადებს ოსეფაიშვილი.

საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას ხვალ დაიწყებს, რომლიც ორი დღის ვადაში უნდა დაასრულოს. 
Print