ახალი ამბები
ქუთაისში წინასწარი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს
FaceBook
ქუთაისში პირველადი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ცესკომ ქუთაისში 43 უბნის შედეგები28 ნოემბრის 24:00 საათისთვის გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა 12 369 ხმა მიიღო, რაც 51.39% შეადგენს. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 11 699 ხმა მოაგროვა, რაც 48.61%. ქუთაისში სულ 122 უბანია.

ყველა საარჩევნო უბანი 8 საათზე დაიკეტა.

ტელეკომპანიების "რუსთავი 2–ის" და "იმედის" ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.


Print