ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი – მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა რომ "ოცნება" არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამართლებას ეცდება.
"მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ, თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებზე როგორც პირველ, ისე მეორე ტურში და ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში და ყველაზე მთავარია, რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია მისცა ადეკვატური. მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. მაქსიმუმს შევეცდები და თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ",- განაცხადა ივანიშვილმა.

კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.
Print