ახალი ამბები
ხარისხი დამოკიდებულია ზედამხედველობაზე - ტრენინგი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს
FaceBook
"ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ცუდი ხარისხით განვახროციელოთ ინფრასტრუქტრული სამუშაოები".

შპს რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციის რეზიდენტ-ინჟინერის, გივი მებონიას განმარტებით, გზებისა და სხადასხვა ინფრასტრუქტრული ობიექტების ხარისხი დამოკიდებულია ზედამხედველობის მონიტორინგზე. რადგან, მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური იბარებსა ან იწუნებს ამა თუ იმ სამუშაოებს. ამის შესახებ მებონიამ დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელებთან შეხვედრაზე განმარტა. მებონია აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში იმის შესახებ ჩაუტარებს ტრენინგს თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიებით შესრულებული სამუშაოების შემოწმება.
"ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ცუდი ხარისხით განვახროციელოთ ინფრასტრუქტრული სამუშაოები. სწორედ, ამიტომ გვინდა უშაუალოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შეხებას ამაზე დავატრენინგოთ", - განმარტა გივი მებონიამ. მისივე თქმით, ამდრომდე ძირითადად ინფრასტრუქტრული სამუშაოების შემოწმება კომუნისტების დრონდელი ხელსაწოებითა ხდებოდა. ახლა,  მებონიას თქმით, ტექნოლოგიები გაუმჯობესებულია, რაც უფრო ოპერატიულად ახდენს ხარისხის დადგენას.

თეკლე მორგოშია


Print