ახალი ამბები
ქუთაისში მაუწყებლობის გათიშვაზე "გლობალ ტვ" განმარტებას აკეთებს
FaceBook
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს "გლობალ ტვ"-ს სატელიტური ანტენები გაეთიშათ.
ადგილობრივები გათიშვის მიზეზს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას უკავშირებენ. მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მაუწყებლობის ჩართვაში დამატებით 10 ლარის გადახდას თხოვენ.
მაუწყებლობის გათიშვის შესახებ ქუთაისიპოსტს მოქალაქეებმა აცნობეს, ვისაც მსგავსი პრობლემა 18 ივლისის შემდეგ შეექმნა.
კომპანია "გლობალ ტვ"-ში განმარტავენ, რომ 2012 წლის პროექტი, რომლის მიხედვით მოსახლეობისთვის ანტენების დამონტაჟება ხდებოდა, დასრულდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და მომსახურების ახალ ეტაპზე გადავიდა.
"დამონტაჟდა ახალი სადგურები და სიგნალს ვიღებთ საკუთარი ანძებიდან," - განმარტავენ "გლობალ ტვ"-ში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი მომსახურება, მათ შორის ანტენების მონტაჟი არის უფასო და მოსახლეობას თანხის გადახდა მხოლოდ პაკეტების შეძენისას მოუწევს, რომელთა ღირებულება 10, 20, 30 და 37 ლარია. აქედან, მინიმალურ პაკეტში 33 ქართული და 27 უცხოური არხი შედის.
დეა მანაგაძე

Print