ახალი ამბები
ექვსი საჩივარი და ამომრჩეველთა აქტივობა 18.1% - 12 საათის მონაცემები ქუთაისიდან
FaceBook
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია.

მისი თქმით, 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 28245-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 18.1%-ია.

"ამომრჩევლების ეს აქტივობა პირველი ტურის 12 საათის მონაცემებთან შედარებით 6000-ით მაღალია. რაც შეეხება, კენჭისყრის პროცრდურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს"- განმარტავს ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ექვსი საჩივარია შესული, რომელიც  პროცედურულ დარღვევებს ეხება.

"საჩივრები დაწერილია "ნაციონალური მოძრაობისა" და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ," აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ქუთაისში 11162-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 7.1%-ია.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.

ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით, ოლქების მიხედვით ნახეთ აქ:
Print