ახალი ამბები
ტყიბულში ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეს N 13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხმა ვადაგასული პირადიბის მოწმობით მიაცემინეს.

ეს ფაქტი უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა აღმოაჩინა.

“დავით აბულაძემ ხმა მისცა პირადობის მოწმობით, რომელსაც ვადა 2015 წლამდე ჰქონდა და ეს კომისიის ვერცერთმა წევრმა შენიშნა “, - ამბობს ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის დამკვირვებელი გლედის ცნობილაძე.

მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, უბნის კომისიის თავმჯდომარე მასთან კონფლიქტში შევიდა და მომხდარს შანტაჟი უწოდა.

“კომისიის წევრებს კი შეეშალათ, პირველად არიან კომისიაში, მაგრამ დამკვირვებელმა წინასწარ იცოდა ეს ფაქტი და არ თქვა. ამიტომ ეს შანტაჟია, აბა რა“, - ამბობს საწირეს N 13 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მარეხ ცირეკიძე.

ფაქტზე უბანში საჩივარი დაიწერა.

Print