ახალი ამბები
ამომრჩეველთა აქტივობა 7.1% - 10 საათის მონაცემები ქუთაისიდან
FaceBook
ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 11162-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 7.1%-ია.

"რაც შეეხება, კენჭისყრის პროცედურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს"- განმარტავს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.

ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით, ოლქების მიხედვით ნახეთ აქ:
Print