ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ქალს ფული მოპარეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ქალს 600 ლარი მოპარეს.
შემთხვევა მეორადი ტანსაცმელის განყოფილებაში მოხდა. ქალბატონის თქმით, თანხა საფულიდან ამოუღეს.

"საფულეში მქონდა და არ გამიგია როდის ამომიღეს. იმდენი ხალხი ირევა აქ, ვერც შევამჩნიე",–ამბობს ქალბატონი.

დაზარალებულის მოთხოვნით, ბაზრის ამდინისტრაციამ კამერის ჩანაწერი გახსნა. კადრებზე ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ქალბატონის თქმით, ფული მოპარეს, ბევრი ხალხი ირევა.

"დაცვის სამსახურმა გახსნა კამერის ჩანაწერები, მაგრამ ხალხმრავლობაა დახლთან და შეუძლებელია ფაქტის დაფიქსირება",–ამბობს ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანი.

დაზარალებულმა ქურდობის ფაქტის სამართალდამცველებისთვის შეტყობინება არ ისურვა.
Print