ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურის დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
FaceBook
28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, პირველი ტურის მსგავსად, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

"ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცეესკოს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექნებათ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი," - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტურის დღეს, ქუთაისში ოთხ საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის დაწყებამდე ელექტროენერგია გაითიშა. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტყობინება 20:05 საათზე შევიდა, თუმცა ოთხივე უბანზე შუქის მიწოდება მალევე აღდგა. 
Print