ახალი ამბები
იმერეთის ახალი გუბერნატორი - ნახევრად იმერეთში ვარ გაზრდილი, რეგიონს კარგად ვიცნობ
FaceBook
იმერეთის ახალი გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ის ნახევრად იმერეთშია გაზრდილი და იმერეთის რეგიონს კარგად იცნობს.
"მართლაც დიდი რეგიონია, ნახევდრად იმერეთში ვარ გაზრდილი და 12-ვე რაიონს კარგად ვიცნობ. მომართული ვარ ყველანაირად, დავუდგე ჩვენს ქვეყანას გვერდში," - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.
"იმერეთი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხის ნდობა და მთავრობის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოთ,"–აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
ჭიჭინაძე 2013 წლის თებერვალში ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებლ მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. მის ძირითად საქმიანობაში პარტიის საორგანიზაციო და ასევე რეგიონული საკითხების მოგვარება შედიოდა.
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეფარიშვილის განცხადებით, მან თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მიმართა.
როგორც იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში განმარტვენ, ახალ გუბერნატორს ქუთაისში სასვარაუდოდ ხვალ ელოდებიან.


Print