ახალი ამბები
"ეს არის ხელისუფლების ბლეფი "- "ევროპული საქართველო " პარტიიდან 150 წევრის გასვლას უარყოფს
FaceBook
"ევროპული საქრთველო" პარტიის სამტრედიის ორგანიზაციიდან 150 წევრის გასვლას უარყოფს.

პარტიის ერთ -ერთი ლიდერის,  აკაკი ბობოხიძის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მმართველი გუნდი თავის აქტივისტებს ოპოზიციური პარტიის წევრებად ასაღებს.

"ევროპული საქართველოს" წევრები ირწმუნებიან, რომ სამტრედიიდან " ქართულ ოცნებას " სინამდვილეში მხოლოდ სამი ადამიანი შეუერთდა. ჯამში კი იმერეთის მასშტაბით პარტია ოთხმა ადამიანმა დატოვა. 

"ოცნება აგრძელებს ტყუილების კასკადს. ეს მოჩვენებითი სურათი არის მათი მორიგი ბლეფი და ადასტურებს იმას, რომ აპირებენ გააყალბონ არჩევნები,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ დღესვე ვანში ხელისუფლების მიერ მათი პარტიის წევრებზე ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ მხარდამჭერებს ემუქრებიან და პარტიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებენ.

"ევროპული საქართველოს" წევრებმა სამტრედიის ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება 25 ნოემბერს გააკეთეს,  მიზეზად კი მათი პარტიის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა დაასახელეს. 

"ევროპული საქართველოს" წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს ვანში,თერჯოლასა და ტყიბულშიც.
Print