ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში, უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 ნოემბრის დღის ბოლოდან 28-მდე ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი. 

"უნალექო ამინდი პირველი დეკემბრის დღის მოერე ნახევრადე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12 -17, ხოლო მთიან რაიონებში - 9-14 გრადუსია მოსალოდნელი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

1 დეკემბრის დღის მოერე ნახევრიდან კვირის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა. მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი.
Print