ახალი ამბები
შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას გეგმავს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება იგეგმება.

ამის შესახებ მინისტრმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა, ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული", – განაცხადა შს მინისტრმა.

გახარიას თქმითვე, შსს-მ ასევე გაამკაცრა კანონი კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ, რაც როგორც ამბობს,  ბოლო ერთი წლის მანძილზე, ამ კუთხით მიღებულ შედეგებზეც აისახა.
Print