ახალი ამბები
სამტრედიაში პარტია 'ევროპული საქართველო" 150– მდე ადამიანმა დატოვა
FaceBook
პარტია "ევროპული საქართველო"სამტრედიაში 150 მდე ადამიანმა დატოვა.

ესენი არიან ქალაქისა მუნიციპალიტეტის სოფლების უბნისა და ზონის ხელმძღვანელები და კოორდინატორები.

პარტია თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადება ქალაქის ცენტრში გააკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზად ისინი ~ევროპული საქართველოს~ მხრიდან ~ნაციონალური მოძრაობის~ მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა,აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.

~ევროპული საქრთველოს~ ყოფილი წევრები ~ქართულ ოცნებას~ შეუერდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.
Print