ახალი ამბები
მეხანძრე–მაშველების უნიფორმას სპეცფეხსაცმელები დაემატება
FaceBook
მეხანძრე მაშველების უნიფორმას სპეცფეხსაცმელები დაემატება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იტალიურ კომპანია "GRISPORT"-ისგან  მეხანძრე-მაშველებისთვის 4000 წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს შეიძენს.

ფეხსაცმელი გამოირჩევა 2 წლიანი საექსპლუატაციო ვადით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ფეხსაცმელები თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის  677 600 ლარი დაიხარჯება.


Print