ახალი ამბები
მიწის ნაკვეთები და შენობა–ნაგებობები, რომლებიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გადაეცა
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მიწის ნაკვეთი და 10–ზე მეტი ამორტიზებული შენობა–ნაგებობა გადასცა. ჯამში, 83 ჰექტარი უნივერსიტეტს 49 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით გადაეცა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოებიც უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიიდან, სადაც ჩანს, რომ პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს  კვლავ არ გასცდენია.



ფონდმა "ქართუ", რომელიც უნივერსიტეტის მშენებლობას აფინანსებს, პროექტის პრეზენტაციიდან დღემდე, რამდენჯერმე გასცა დაპირება რიონჰესის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ. ფონდის ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც კი არ არსებობდა.

გადავადდა უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღიც. ცოტა ხნის წინ "ქართუმ" განაცხადა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს არა 2019 წელს, არამედ, 2020 წელს მიიღებს.

სამაგიეროდ, ერთ წელზე  მეტია უნივერსიტეტს რექტორი ჰყავს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

ამავე თემაზე:

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს (ვიდეო)



Print