ახალი ამბები
თერჯოლის სოფელ გოდოგანში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ყველა თემში  გაზიფიცრების პროცესი დასრულდა. 810 ოჯახი ახალ წლამდე ბუნებრივი აირით სარგებლბას შეძლებს.

დღეს სიმბოლურად ერთ -ერთ ოჯახში ქუთაისის მაჟორიტარმა დეპურატმა გენადი მარგველაშვილმა გაზი აანთო.ამ სოფლებში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა მხოლოდ შეშის ღუმელს იყენებდა. გოდოგანის თემში ასევე სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი დაიგო,ნაწილის სამუშაოები კი ერთ წელიწადში დასრულდება. სამუშაოებისთბის 1 700 000 ლარი გამოიყო.

გზის მშენებლობა დაიწყება სოფელ ჭოგნარშიც, სადაც დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩააგდეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურსა და კვახჭირში კი წყლის დაქსელვის სამუშაოები დასრულდა. დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გააცნეს.


Print