ახალი ამბები
ბრუნდება თუ არა იმერეთის გუბერნატორი ძალოვან უწყებაში?
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, ძალოვან უწყებაში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს ამავე უწყების ხელმძღვანელად დანიშვნას სთავაზობენ. საუბარია, ასევე, მის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გადაყვანაზე.

მხარის რწმუნებული ამბობს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს, თუმცა, შეკითხვას, მიიღო თუ არა მან მსგავსი შემოთავაზება, არ პასუხობს.

"პირველად გავიგე თქვენგან ეს ინფორმაცია. ვგეგმავ იმას, რომ დროულად მოხდეს 2019 წლის ბიუეტის დაგეგმარება და ვიზრუნოთ იმერეთის განვითარებაზე",–განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წილს 20 აგვისტორს დაინიშნა.

იგი 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. შავლეგო ტაბატაძე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.


Print