ახალი ამბები
"ქუთაისის მერს საპატიო გარე მოვაჭრის წოდება მიენიჭება"
FaceBook
"გადავცემ დიდ მეეზოვის ცოცხს"


"საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი" ქუთაისის საპატიო გარე მოვაჭრის წოდებას აწესებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის თქმით, თუ ასეთი ტემპით გააგრძელა ქუთაისის მერმა ზრუნვა გარე მოვაჭრეებზე, ეს ტიტული მას მიენიჭება და ოფიციალურადაც გადაეცემა ჯილდო.

"ეს გაფრთხილებაა მერისადმი. ჯერ ცოტა ხანს დაველოდები გადადგმულ ნაბიჯებს თუ არ მოაწესრიგებს გარევაჭრობას გადავცემ დიდ მეეზოვის ცოცხს," - აცხადებს სულხან ქობულაძე. 

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სხვადასხვა სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. დილიდან ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს, რის შემდეგაც მერიის ადმინისტრაციულ შენობაშიც სცადეს შეჭრა. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხდებით, მოვაჭრეების პროტესტი სამართლიანია, რადგან ისინი ითხოვენ კანონის დაცვას.
Print