ახალი ამბები
ონში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი დაჭრეს
FaceBook
ონში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი, ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს.

ნათესავების თქმით, მას ჭრილობები  იარაღით უცნობმა პირებმა, თავის სახლთან მიაყენეს. შემთხვევა, 21 ნოემბრის ღამეს მოხდა. 

ახლობლების ცნობით, დაზარალებულს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული -  ერთი დანით, ხოლო მეორე ე.წ. შტირით.

ნათესავები აცხადებენ, რომ ბურდილაძე თავისი მანქანით წავიდა საავადმყოფოში, თუმცა გზაში ავარია მოუვიდა და სამედიცინო დაწესებულებამდე სხვებმა მიიყვანეს.

ნოდარ ბურდილაძე დილით თერჯოლის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაზარალებულს ოპერაცია უტარდება.

ახლობლები ჯერჯერობით მომხდარის  მიზეზს ვერ ასახელებენ.

ფაქტზე პოლიციამ ერთი პიროვნება დააკავა.
Print