ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - სასწრაფოს მანქანა ბორდიულზე ავარდა, ორი ავტომანქანა კი ერთმანეთს შეეჯახა
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულზე ავარდა.

ამის შემდეგ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.
Print