ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print