ახალი ამბები
WIZZ AIR-ი ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს
FaceBook
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს.

რეისი პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია www.wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ბილეთის ფასუ 56,99 ლარიდან დაიწყება, უფასო ხელბარგის ჩათვლით, რომლის მაქსიმალური ზომებია 40x30x20სმ.
Print