ახალი ამბები
ვანში სახლის ჩამოგრევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
FaceBook
იმერეთის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელის ჩამოგრევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ნანგრევები მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print