ახალი ამბები
რა პროდუქტები შედის ნობათში, რომელსაც ბენეფიციარები საახალწლოდ მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში,   საახალწლო ნობათისთვის პროდუქტების შესაძენად ქუთაისის მერიამ  ტენდერი  (NAT180018099) გამოაცხადა. სადღესასწაულო ნობათში შედის ორი კგ. შაქარი, ამდენივე  პურის ფქვილი, გაყინული ქათამი, 10 ცალი კვერცხი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი და კარაქი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნობათი 2000 პაკეტად უნდა დამზადდეს, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ პრუდუქტებს უფრო მეტი სოციალურად დაუცველი მიიღებს.

საახალწლო ნობათის შესაძენად ქუთაისის მერია 60 000 ლარს დახარჯავს.

სოციალურად დაუცველები პროდუქტებს საჩუქრად ყოველ  ახალ წელს იღებენ.  




Print